logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა
17:07 11.10.2017
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი ერთობლივი განცხადებით დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალში მონაწილე 16 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისთვის.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, ცივილიზებული სამყაროსთვის დღეს არსებული გამოწვევები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ავალდებულებს იყვნენ ერთმანეთის მტკიცე მხარდამჭერნი და ჰქონდეთ ერთიანობა იმ სტრატეგიულ ამოცანებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. „ამ მიზნებისთვის აუცილებელია თითოეული საერთაშორისო ფორმატის გამოყენება. თავდაცვის მინისტერიალი ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების გაძლიერების შესაძლებლობას გვაძლევს. აღიშნული ფორმატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესაძლებლობას და მტკიცე ნების გამოვლენას ნიშნავს. საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა, რომელიც უკავშირდება ევროპულ ოჯახში და ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუბარი ონკრეტულ ინიციატივებსაც შეეხო. „ოქტომბრის ბოლოს გორში სამხედრო ჰოსპიტლებს შორის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება. გარდა ამისა, საქართველომ დააფიქსირა სურვილი იყოს წამყვანი ქვეყანა ლიდერ ქალთა როლის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს არის კონკრეტული ინიციატივები, სადაც საქართველო უფრო აქტიური იქნება. ყველა ჩვენი აქტიურობა დაკავშირებულია ევროპასა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებასთან. ეს არის როგორც ნატოს ერთ-ერთი სტრატეგიული, ისე SEDM-ის ამოცანაც. ევროპის, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ სამხედრო მიმართულებით თავსებადობის გაზრდისთვის და ერთობლივი თანამშრომლობით რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრა SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა ნაყოფიერად და წარმატებულად შეაფასა: „დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის მინისტრები ვთანხმდებით ერთად ვიმუშაოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ამ მხრივ, დადებითი შედეგი გვაქვს - ნათელია, რომ გვსურს კონკრეტულ პროგრესს მივაღწიოთ და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ხელშესახები შედეგი მივიღოთ. თუ ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს, რეგიონში არსებულ სხვადასხვა საფრთხეს, რისკსა და გამოწვევებს უკეთესად გავუმკლავდებით. მინისტერიალმა ცხადყო, რომ თითოეულ ჩვენგანს სურვილი აქვს ვიმოქმედოთ ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად“. SEDM-ის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სახელით, ელეფტერიოს ანგელოპულოსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და მის მიერ ქვეყნის წინსვლაში გაწეული წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა