logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ელჩებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს ელჩებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა
17:03 06.10.2017
საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობას. ლევან იზორიამ ამ მხრივ ევროკავშირის მხარდაჭერასა და ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, ელჩებმა დადებითად შეაფასეს ის რეფორმები, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიასთან, ნატოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან.

ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა მინისტრსა და ქართულ მხარეს მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობისა და კონკრეტულად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
PSC-ის ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელოვანი საქმიანობა აღნიშნეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა