logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია
საქართველოს ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია
10:00 06.10.2017
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და ლიტველ კოლეგას შორის ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა შედგა. მოგვიანებით, ორი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა განცხადებები გააკეთეს.
თავდაცვბის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ლიტვასთან თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს. მან ლიტველ კოლეგას მადლობა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის გადაუხადა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში მხარდაჭერისა და ლიტველი ექსპერტების ჩართულობის საკითხზეც გაამახვილა. საუბარი სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობას, ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა. JTEC-ის ხელმძღვანელებმა, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ლიტველ სტუმარს ცენტრის ისტორიის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ლიტვის დელეგაციის წევრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დღესვე, ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გენერალ-ლეიტენანტმა იონას ვიტაუტას ჟუკასმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის დელეგაცია გორში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.
ოფიციალურ შეხვედრებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა