logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ეწვია
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ეწვია
15:17 05.10.2017
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენი DIB-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებს მასპინძლობა სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გაუწია. მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლის დაფუძნების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. თეა ნიკოლაშვილმა მინისტრსა და დელეგაციის წევრებს სკოლის ამოცანის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
დღესვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებმაც ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდახმის მოგერიებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მინისტრმა ქართველი სამხედროების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა და ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს უდიდეს როლზე გაამახვილა.
ღონისძიების დასასრულს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომელი, რეზერვის კაპიტანი, ნინო ჯავახიძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის „ბუნდესვერის ჯვრით“ დააჯილდოვა. რეზერვის კაპიტანი ნინო ჯავახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ორგანიზებით დაგეგმილი სწრაფი რეაგირების ძალების (QRF) წვრთნებში მისავლინებელი ასეულის საქართველოში წინასწარი მომზადების (13 კვირიანი საწვრთნელი პროგრამა), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადასროლის (5 თვიანი საწვრთნელი პროგრამა) და შემდგოში, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის წარგზავნის პროცესში, მოსამზადებელ და საკოორდინაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, თავდაცვის ატაშე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი იმყოფებოდნენ.
DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა