logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო პირველად ნატოს OCC E&F პროგრამის კონფერენციას მასპინძლობს
საქართველო პირველად ნატოს OCC E&F პროგრამის კონფერენციას მასპინძლობს
11:46 04.10.2017
საქართველო „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F)“ ყოველწლიურ კონფერენციას პირველად მასპინძლობს.
კონფერენციის მონაწილე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა. გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება OCC E&F პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს OCC E&F პროგრამაში გაცხადებული ჰყავს ორი მსუბუქი ქვეითი ასეული, რომელთაგან ერთმა შეფასების ყველა ეტაპი სრულად გაიარა და ამ დროისთვის ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაშია. მეორე მსუბუქი ქვეითი ასეული კი, 2018 წელს გაივლის შეფასების ბოლო ეტაპს, რის შემდეგაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში პირველ ასეულს ჩაანაცვლებს. პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეფასებით, პროგრამა უზუნველყოფს მასში გაცხადებული ქვედანაყოფების ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.
კონფერენციის მონაწილეებმა თანამშრომლობის მიღწევები დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
OCC E&F პროგრამის კონფერენცია ნატოს ეგიდით ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც გაცხადებული ჰყავს საკუთარი ქვედანაყოფები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში. კონფერენცია სასტუმრო „ბილთმორში“ მიმდინარეობს და ხვალ დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა