logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს სემინარს მასპინძლობს
საქართველო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს სემინარს მასპინძლობს
11:58 02.10.2017
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,
სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს. კურსი თემაზე „ენობრივი მომზადებისა და ტესტირების სტანდარტიზაციის პროგრესის წინაპირობები: მიღებული გამოცდილება“ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და BILC-ის ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ტრეიკო სტოიკოვმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინგლისური ენის სათანადოდ ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციითვე, სემინარში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 54 დელეგატი მონაწილეობს. კურსი 5 ოქტომბერს დასრულდება.
„საქართველო პირველი ქვეყანა იყო, „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის “ (PFP) ქვეყნებს შორის, რომელმაც 2013 წელს აღნიშნულ ფორუმს უმასპინძლა. წელს კი, მას მეორედ პროფესიული სემინარის ფორმატში მასპინძლობს.

ენის სერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ნატოს მხარდაჭერის გაფართოებას ენობრივი კომპეტენციის, ენობრივი მომზადებისა და განათლების, ასევე, ენის ტესტირების სფეროში. BILC-ის ექსპერტები ქართულ მხარესთან 2005 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათი რეკომენდაციით დამოუკიდებელი ტესტირების ჯგუფი და ენობრივი მომზადების სკოლა ჩამოყალიბდა“-განმარტავენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა