logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაზიანში სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა
ვაზიანში სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა
15:21 28.09.2017
ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობის მისაღებად, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ემზადება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მიმართეს. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. იან კელიმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ქართველი სამხედროების გასაცილებლად ვაზიანში თავდაცვის მინიტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
გაცილების ცერემონიალს აშშ-ის ევროპის სარდლობის საზღვაო ქვეითები და მშვიდობისმყოფელების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. პირადი შემადგენლობა ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.
უწყების ცნობით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიურად არის ჩართული. ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მეოთხე როტაციას ახორციელებს. ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა გადასროლისწინა მომზადება და შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაში, ბაზა "ჰოჰენფელსზე" გაიარეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა