"ჩაკრულოს" კვირეულის ფარგლებში საქართველოს NAშA-ს მეცნიერები ეწვივნენ.
მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Vოყაგერ-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას თავდაცვის უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
უწყების ცნობითვე, რობ მენინგმა და ჯონ კასანმა სამხედრო მოსამსახურეებს თავიანთი საქმიანობის, განვლილი გზის, კვლევებისა და მარსზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მარსის პროგრამის მთავარმა ინჟინერმა მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი განცხადებით. მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დიდი პატივია.
"ჩაკრულოს კვირეული" საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, ფონდ "ნოვას" ორგანიზებით იმართება.
1977 წელს ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის ინიციატივით, NAშA-მ კოსმოსში ე.წ. "ოქროს ჩანაწერი" გაგზავნა, რომელზეც 27 ქვეყნის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის ქართული "ჩაკრულოც" იყო. წელს NAშA-ს ამ ისტორიული კოსმოსური მისიიდან 40 წელი შესრულდა.

















