logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნული გვარდიის სკოლაში ინსტრუქტორთა კურსი დაიხურა
ეროვნული გვარდიის სკოლაში ინსტრუქტორთა კურსი დაიხურა
17:52 15.09.2017
ბაზალეთში მდებარე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სკოლაში ინსტრუქტორთა კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი მელითაურმა, დანიის შიდა გვარდიის სკოლის ჩრდილოეთ და შუალ იუტლანდის საწვრთნელი ცენტრის უფროსმა, მაიორმა იასპერ ოლესენმა და ეროვნული გვარდიის სკოლის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრიდონ სიყმაშვილმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სერტიფიკატები გადასცეს.

უწყების ინფორმაციითვე, მაიორმა იასპერ ოლესენმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა.


ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. კურსის მიზანს ლექციის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

საქართველოს ეროვნული გვარდიის 15 სამხედრო მოსამსახურე ერთი კვირის განმავლობაში, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით, ლექციის დამოუკიდებლად ორგანიზების მეთოდებს ეცნობოდა.
კურსის ინსტრუქტორებს შორის, რომლებიც დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას წარმოადგენენ, ესტონეთის ვორმსის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოხალისე რეზერვისტი, უფროსი ლეიტენანტი, ტანელ ვიკსი და დანიის ქალაქ შტრუერის ვიცე-მერი, შიდა გვარდიის რეზერვისტი, უფროსი ლეიტენანტი, მარტინ ჰულგარდი იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გვარდია ესტონეთის თავდაცვის ლიგასა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიასთან ინტენსიურად თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატში ეროვნული გვარდიის სკოლისა და მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების ტერიტორიებზე რამდენიმე კურსიც ჩატარდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა