logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა
„Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა
10:46 14.09.2017
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე და ახალციხეში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა. შეჯიბრებებში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეჯიბრებები მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევაში და მინი-ფეხბურთში გაიმართა. სპორტულ ღონისძიებების ფარგლებში, 3.2 კილომეტრიანი მარათონიც გაიმართა. გარბენმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო და რაბათის ციხე-სიმაგრეზე დასრულდა. გამარჯვებულ სამხედროებს და სამოქალაქოებს საპრიზო ადგილების მიხედვით შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ.
სპორტულ-კულტურული ღონისძიების ბოლოს, რაბათის ციხე-სიმაგრეზე კონცერტიც გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა. წვრთნებში შვიდი ქვეყნის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. სწავლება სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა.
„Agile Spirit 2017” 11 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა