logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ
სამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ
10:42 14.09.2017
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა