logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა
17:44 07.09.2017
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა.


ფიცის მიღების შემდეგ, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 მსმენელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცეს.

მათ ახალგაზრდებს წარმატებები, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და რთულ, გამოწვევებით სავსე ეპოქაში. ყურადღება განათლებული ოფიცრის როლზე გაამახვილეს.


თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. პირად შემადგენლობას სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემაც მიმართეს. კურსდამთავრებულები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დალოცა. დღესვე მათ დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

დღეიდან აკადემიის კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის სტუდენტებმა შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღეს, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულები პროგრამის გავლით, ოფიცრის საწყის სამხედრო განათლებას დაეუფლნენ.

კურსდამთავრებული ლეიტენენტები მომავალში სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, ოფიცრის ძირითად კურსებს გაივლიან. მოგვიანებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე გადანაწილდებიან. უმცროსი ოფიცრები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კარიერის გაგრძელების მიზნით, ოფიცრის სხვადასხვა საკარიერო კურსს ეტაპობრივად გაივლიან.
ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა