ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად
დაჭრილი ჯარისკაცის, ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმე რჩება.
დაშავებულ უფროს ლეიტენატს ოპერაცია თავისა და კიდურების არეში ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე ჯარისკაცი ბაგრამის საავიაციო ბაზის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა სამკურნალოდ ის შესაძლოა გერმანიაში გადაიყვანონ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე ასევე საავადმყოფოში იმყოვებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე სამი სამხედრო დაშავდა.

















