logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლევან იზორია Agile Spirit 2017-ში მონაწილე ქვყნების თავადცის ატაშეებს შეხვდა
ლევან იზორია Agile Spirit 2017-ში მონაწილე ქვყნების თავადცის ატაშეებს შეხვდა
17:55 01.09.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის დეტალები გააცნო. ღონისძიება თავდაცვის უწყების არმიჰოლში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო სწავლება მიზნად ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს. ლევან იზორიამ წვრთნებში ქვეყნების მონაწილეობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სწავლებაში მონაწილობაზე, ასევე წვრთნების ორგანიზების საქმეში, ქართულ მხარესთან ერთად, აშშ-ის ჩართულობაზე ისაუბრა. მან სამხედრო სწავლების წარმატებულად ჩატარებისათვის სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაც გამოყო.


თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა, გიორგი მათიაშვილმა სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, გიორგი ბუთხუზი და ნუკრი გელაშვილი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი, ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი, ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.

არმიჰოლში, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


Agile Spirit 2017 ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება. სწავლების საველე და საშტაბო ფაზები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში ჩატარდება. მრავალეროვნული სწავლება 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა