საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მშვიდობისმყოფელის დღესთან
დაკავშირებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„18 წელი შესრულდა, რაც ქართველ ჯარისკაცებს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვთ. სწორედ, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დამსახურებაა, რომ ქვეყანამ ღირსეული, სანდო პარტნიორის სახელი მოიპოვა. წარმატებები, რაც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა. მინდა ქედი მოვიხარო იმ ბიჭების სახელების წინაშე, ვინც ჩვენ ამ მისიების შესრულების დროს დავკარგეთ. საქართველო მათ სახელებს არასდროს დაივიწყებს“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

















