უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კუთვნილი ცეცხლმაქრი თვითმფრინავი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა.
როგორც უკრაინული გამოცენა TSN-ი იუწყება, გადაწყვეტილება თვითმფრინავის გამოგზავნის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სატელეფონო საუბრის შედეგად იქნა მიღებული.
უკრაინული თვითმფრინავი დღეს დილით ბათუმის აეროპორტში დაჯდება და სტიქიასთან ბრძოლაში დღესვე ჩაერთვება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კუთვნილი თვითმფრინავი АН-32П ერთ ჯერზე 8 ტონა წყალს იღებს.

















