სამი წლის ბავშვი საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით იყო მოთავსებული.
„ამ დროისთვის ავადმყოფის მდგომარეობა უმძიმესია, აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრამვა, სისხლჩაქცევები, გულმკერის დახურული ტრამვა, მრავლობითი მოტეხილობები. მდგომარეობა უმძიმესია“ - განაცხადა სამკურნალო დაწესებულების მენეჯერმა.
მცირეწლოვანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მას ბავშვთა რეანიმაცია სჭირდება, ამიტომ მას ქუთაისში გადაიყვანენ, სადაც ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა.

















