ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დღეს დილით ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც ის რეზერვუარის წყლით ავსებას ცდილობდა. საფრენი აპარატი წყალში ჩავარდა.
ვერტმფრენის ეკიპაჟი სამი ადამიანისგან სედგებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

















