logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს
გიორგი მღებრიშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს
10:06 27.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ამ ეტაპზე, ხანძარი, შეიძლება ითქვას, რომ ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება იმ ცოცხალი ძალის მიერ, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს, იმისთვის, რომ ოპერატიულად აშუქებდით ყველა მოვლენას და საზოგადოებას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ოპერატიულად მიეღო მისთვის სასურველი ინფორმაცია, ის ობიექტური ინფორმაცია, რაც, რეალურად, სტიქიის ზონაში ხდებოდა. მადლობა თქვენ ამისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვრჩებით ადგილზე. შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. რჩება ზონაში ავიაციაც და საჭიროების შემთხვევაში, ისინი თავიანთ ფუნქციას შეასრულებენ. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული იმისთვის, რომ ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს საერთოდ არანაირი რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს. დღეს რამდენიმე ვერტმფრენი უკვე თავის დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა. მე მფრინავებს განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში 2100-ზე მეტი შემოფრენა გააკეთეს და 2100-ჯერ დაასხეს წყალი ხანძრის კერებს. სულ 5200 ტონაზე მეტი წყალი იქნა გამოყენებული ხანძრის ჩასაქრობად. კოლოსალური მუშაობა გაწიეს ამ ადამიანებმა. ეს, პრაქტიკულად, გმირობის ტოლფასი იყო. თქვენ, ყველანი ადევნებდით თვალყურს მათ მოქმედებას. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მეგობარი ქვეყნები, ალბათ, უახლოეს პერიოდში, შესაძლებელია, რომ უკვე ხვალ, დატოვებენ ზონას, რადგან მათი დახმარება ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მათ, რომ ოპერატიულად გამოიჩინეს გულისხმიერება, ჩამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა - 200 ჯარისკაცი, მათი მეთაურის ხელმძღვანელობით, რჩება ზონაში. ჩვენც ვამცირებთ ჩვენს კონტინგენტს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ 24 საათიან რეჟიმში განვაგრძობთ ისევ მუშაობას. შტაბი განაგრძობს მუშაობას მანამ, სანამ ყველა ადგილი, ყველა კერა დამუშავებული და რისკები განულებული არ იქნება"-განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა