საზარელი ავარია მოხდა დღეს გამთენიისას გურიაში, რომელსაც ერთი ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოძრავ ტრაილერს მისაბმელი მოსწყდა რომელიც მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. ავტომობილში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ხუთი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული მონაცემებით ტრაილერის მძღოლი საქართველოს მოქალაქე არ არის.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















