საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ
ვითარებაზე იმსჯელა. ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ სტიქიაა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. დაიგეგმა სამოქმედო გეგმა. დღეს დილიდან სტიქიასთან ბრძოლას 6 ვერტმფრენი ისევ გააგრძელებს. მუშაობა ღამის მანძილზე არ შეუწყვეტია მძიმე ტექნიკას.

















