ბორჯომის ხეობაში, სადაც უკვე მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან, ვითარება გაუმჯობესდა,
ცეცხლის არეალი საგრძნობად შემცირებულია თუმცა, დაკვამლიანება კვლავ მაღალია.
დარჩენილი ცეცხლის კერების ჩაქრობას ერთ თვითმფრონავით და ხუთი ვერტმფრენით ცდილობენ.
ჯერჯერობის უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები, თუმცა შს მინისტრი დივერსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
„დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს, იმასთან შედარებით რაც წინა დღეებში იყო. ქარი თითქმის აღარ არის რაც გვაძლევ იმის საშუალებას, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ. რაც შეეხება ხანძრების მიზეზებს, განვიხილავთ ყველა შესაძლო ვერსიას, რომ გავიგოთ რით შეიძლებოდა ცეცხლის გაჩენა“ - განაცხადა მღებრიშვილმა.

















