logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ხანძრის ჩასაქრობად ყველა რესურსია მობილიზებული
ირაკლი კობახიძე: ხანძრის ჩასაქრობად ყველა რესურსია მობილიზებული
08:19 23.08.2017
„ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქარია, ხანძარი საკმაოდ დიდ არეალზეა გავრცელებული. თუმცა, რესურსი მობილიზებულია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა და არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანი იყო პროცესში პრემიერმინისტრის უშუალო, დროული ჩართულობა. ირაკლი კობახიძემ მეგობარ ქვეყნებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კლიმატური პირობებიც შეუწყობს ხელს.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია რაც შეიძლება მალე მოხერხდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერმინისტრის დროული, უშუალო ჩართვა ამ პროცესში. ყველა რესურსია დღეს მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. იმედი გვაქვს, რომ კლიმატური პირობებიც შეგვიწყობს ხელს და საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება მალე იქნება ლიკვიდირებული სტიქია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებოდ შექმნილი შტაბი, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელძღვანელობს, ბორჯომში, სტიქიის ზონაში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა