ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილმა საგანგებო შტაბმა, ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება შეაფასა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილი მოქმედებები განიხილა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება. ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა, მეხანძრეები და მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე აგრძელებდნენ. დილიდან კი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო ოპერაციაში კვლავ ავიაცია ჩაერთვება. აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალური სამაშველო თვითმფრინავი და ბელორუსული ვერტმფრენიც შეუერთდება.
შტაბის წევრები იღებენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

















