logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილი: ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს
გიორგი მღებრიშვილი: ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს
11:36 22.08.2017
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მართალია ამ დროისთვის ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება, თუმცა წუხანდელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია.
როგორც შს მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენია ჩართული.
„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალიკვიდაციოდ ჩართული იყო 300-მდე მაშველი. დღეს დილით მათ შეუერთდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. ასევე, ავიაციაა ჩართული - 2 ჩვენი ვერტფრენია, 1 აზერბაიჯანის საგანგებო სიტუციების სამინისტროს ვერტფრენია. დიდი მადლობას ვუხდი მათ ამისთვის.
ამ დროსითვის ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, თუმცა უკეთესობა გვაქვს, ვიდრე წუხელ გვქონდა. მე იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამინდი ხელს შეგვიწყობს და მოგვეცემა საშუალება, რომ მოვახდინოთ ლოკალიზება და შემდგე ლიკვიდირება“- განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრის განცხადებითვე, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
„ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება პრაქტიკულად არ არსებობს. ხანძრის კერები უშუალოდ უღრან ტყეშია. ჩვენ პრემიერთან ერთად შემოვიფრინეთ ტერიტორია და იდენტიფიცირება მოვახდინეთ იმ ხანძრის კერებისა, რომლებიც ახლა ანთია. შესაბამისი დავალებები მივეცით უწყებებს. მინდა გითხრათ, რომ ადგილზე მუშაობს ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ინფრასტრუქტურის მინისტრიც აქ იმყოფება.
სპეცტექნიკით იქნა გაჭრილი 3 კილომეტრი გზა, იმისთვის რომ სახანძრო მანქანებს შესძლებოდათ მიახლოება ხანძრის კერებამდე და შემდგომ მათი ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ასე რომ, მთელი ძალებით ვართ ჩართული ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა შს მინსტრმა.
მღებრიშვილის თქმითვე, თურქეთიდან უკვე მოფრინავს 2 დამხმარე ვერტმფრენი.
„მინდა გთხრათ, რომ თურქეთიდან ვერტმფრენი უკვე გამოფრინდა, უამინდობის გამო მათ დააგვიანდათ საქართველოსკენ გამოფრენა, მაგრამ ისინი უკვე ჰაერში არიან და სულ რამდენიმე საათში გადმოკვეთენ საქართველოს სახემწიფო საზღვარს. ასე რომ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ხანძარი იქნეს ლიკვიდირებული. თუმცა, მაინც მინდა გითხრათ, რომ ეს არის დამოკიდებული ამინდზე. იმიტომ რომ, გუშინ ამ დროსითვიბს პრაქტიკულად ლიკვიდირებული იყო ხანძარი, დაახლოებით 90% იყო ჩამქრალი, მაგრამ ძლიერმა ქარმა გაგვიკეთა ასეთი სიურპრიზი, რომ იმდენად დიდი მანძილს მოედო ხანძარი, რომ დღეს უკვე ხედავთ, რა ვითარება გვაქვს“- განაცხადა მღებრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა