ბორჯომში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
სტიქიის ადგილზე ამ დროისთვის 500-მდე მაშველი იმყოფება. ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობს ასევე ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტფრენი.
ბორჯომში ამ დრომდე იმყოფებიან საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები.
ხანძართან დაკავშირებით ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

















