ხაშურში ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი კავშირგაბმულობის შენობას
გუჩნდა, დამწვარია დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი.
ხანძრის ლიკვიდაციას ოთხი სახანძრო სამაშველო ჯგუფი და ოცი მეხანძრე ცდილობდა.
„ხანძრის ლოკალიზება 13:30 წუთზე მოხერხდა, ხოლო სრული ლიკვიდაცია 13:50 წუთზე მოხდა“- განაცხადეს სამაშველო სამსახურში

















