ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.
ცეცხლმა 5 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.
ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილზე დილის ექვსი საათიდან მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ლოკალიზებაში მოხალისეებიც ეხმარებიან.

















