logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ერთი დღის განმავლობაში ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ერთი დღის განმავლობაში ოთხი რთული ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს
09:33 21.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა ერთი დღის განმავლობაში ოთხი რთული ხანძრის ჩაქარობა მოახერხეს.

ამასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა, დაახლოებით, 1000 კვ/მ ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძარი გაჩნდა დაბა სურამშიც. იწვოდა ტყის მასივის ქვედა საფარი - ბალახი და ბუჩქები, დაახლოებით, 3000 კვ/მ ფართობზე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.

ხანძარი გაჩნდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივშიც. დაიწვა 1,5 ჰა ფართობზე არსებული ფოთლოვანი ნერგები, ბალახი და ბუჩქები. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი, რომლებმაც, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს.

ტყესთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში, 1ჰა ფართობზე. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-ს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზებისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ძლიერი დაკვამლიანებისა და ქარის გამო, სპეციალისტთა რეკომენდაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა დროებით შეწყვიტა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს შესაძლებლობა აქვს, ღამის საათებში განახორციელოს ფრენა. თუმცა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ღამის საათებში ვერტმფრენის მიერ ხანძრის ქრობისა და სამაშველო ოპერაციის განხორციელება, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეკომენდებული არ არის. სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციის მიღებისთანავე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი კვლავ მყისიერად ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ამავდროულად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოებს“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა