logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
13:10 18.08.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი დ.პ., გ.ქ., გ.გ. და ვ.თ. სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგანეტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.თბილისში, მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ჩ.- მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც საბრძოლო მასალასთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, რ.ს.-ს მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად რ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩადენის შესახებ ნამდვილად იცოდნენ დ.პ.-მ, გ.ქ.- მ, გ.გ.-მ და ვ.თ.-მ, თუმცა მათ აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
დ.ჩ.-ს ბრალდება 2016 წლის 18 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ძებნილი პირი 2016 წლის 20 ნოემბერს წყალტუბოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა გ.ქ. 10 ოქტომბერს, გ.გ. 11 ოქტომბერს, ხოლო დ.პ. და ვ.თ. 12 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ვ.თ., დ.პ., გ.ქ. და გ.გ. ასევე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.თ.-ს და დ.პ.-ს საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, გ.ქ.-ს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო გ.გ.-ს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა