მუსიკალური ფესტივალის, „ჯემფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურში იკითხება.
სიგუას განცახდებით, ფესტივალთან დაკავშირებით ყველაფერი კონტრაქტებით გაკეთთდა, რაც გამოძიებას უკვე წარუდგინეს.
ამის შესახებ სიგუამ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.
„საქმე არის აღძრული არა ჩვენს წინააღმდეგ ან „Gem-Fest”-ის წინააღმდეგ, არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას დაუზიანდა რაღაცა ქონება. არაფერი არ გვაქვს დასამალი, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს გამჭვირვალე, ყველაფერი კეთდება საბანკო გადარიცხვებით, ყველაფერი არის კონტრაქტებით, არაფერი არ დავმალეთ, ყველაფერი გავატანეთ. ჩვენ თვითონ არ დაგვრჩა არაფერი, ერთი კონტრაქტი. ახლა ჩვენ რომ გვინდოდეს ვიღაცასთან დავა იმაზე, რომ ფული არ გადაგვიხადა, ვერ დავიწყებთ, რადგან ყველა კონტრაქტი დევს აქ“ - განაცხადა გიორგი სიგუამ.

















