ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს.
თავდამსხმელს თან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც დაშავებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხეს.
გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით უკვე დაიწყო.
ინციდენტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

















