საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ვტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 54.48 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,227.51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3,227.51 ლარის ოდენობით.

















