საქართელოს პრეზიდენტის, გორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეაგირება აუდიო-ჩანაწერზე, რომელიც
ანონიმური წყაროებითა და ფარული უკანონო მიყურადების საშუალებითაა მიღებული, არასწორია.
ამის შესახებ მარგველაშვილმა იმ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამი დღის წინ უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
„ინფორმაციაზე, რომელიც არის მიღებული ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, ფარული უკანონო მიყურადების საშუალებით მიღებული, რომელიც არ არის ასე ვთქვათ, კანონიერად მიღებული, ამ თემებზე რეაგირება მიმაჩნია არასწორად. ჩვენ, როგორც საზოგადებამ, უნდა შევძლოთ, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე ვთქვათ უარი, ამ ტიპის ინფორმაციის განხილვისა და ჩაღმავებისაგან," - აღნიშნა გიორგი მარგევლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩანაწერი, რომელიც სამი დღის წინ უკრაინულ ვებ გვერდზე გავრცელდა, სააკაშვილის ექსტრადირებას ეხება და შესაძლოა რუსი პრანკერისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სატელეფონო საუბარს წარმოადგენდეს.

















