ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერთან, მდინარე ჰვითაში ნაპოვნი ცხედრის თითის ანაბეჭდისა და
სტომატოლოგიური სურათის მიხედვით დადასტურდა, რომ ის 19 ივლისში გაუჩინარებული 22 წლის ქართველი ახალგაზრდა ნიკა ბეგაძეა.
ამის შესახებ ინფორმაცია ისლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიაგიაძემაც დაადასტურა.
მისი თქმით, გვამის აუტოფსიის თაობაზე ოჯახის თანხმობა იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობდა.

















