საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ჩანაწერები, რომლებიც
უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელდა შავი პიარის ნაწილია, რომელსაც ФСБ-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთად ანხორციელებენ.
ამის შესახებ მინისტრმა იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილისა და რუსი პრანკერის საუბარს წარმოადგენს.
„ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამაზე მეტს, რა ვიცი, ზედმეტად ვთვლი, რომ კიდევ თავი ვიმართლო. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ ექსპერტიზები. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ФСБ-ს აგენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ორკესტრირებულად, ერთად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის აგორებული შავი პიარი, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს შესასუსტებლად არის მიმართული,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც რუსი პრანკერები უკარაინის შს მინისტრის სახელით, სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე ესაუბრებოდნენ.

















