ახალციხეში, სოფელ სხვილისთან მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობს მოედო, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტები არ მდებარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია მაღალი ტემპერატურა იყოს, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

















