logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტაქსისტის დაყაჩაღებასა და მისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ტაქსისტის დაყაჩაღებასა და მისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო
14:25 14.08.2017
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები ზ. ბ. და გ. ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ. ბ. და წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ. ა., მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს რ. გ. - ს. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და მუქარით გასტაცეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ტოიოტა სიენტა“, ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები, შემდეგ კი ძალის გამოყენებით ხეზე მიაბეს, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა 2016 წლის 6 დეკემბერს ზ. ბ. ქალაქ ქუთაისში, ხოლო გ. ა. ლილოს დასახლებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინათ, ხოლო გ. ა. - ს დამატებით 179-მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ. ა. - ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით, ხოლო ზ. ბ. - ს 7 წლითა და 6 თვის ვადით განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა