საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, 1800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე- 14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

















