logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა
12:04 14.08.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის შესახებ შუალედური ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა. ანგარიში და საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიეწოდათ საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს (ევროკავშირის, აშშ, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის საელჩოებს), ეროვნულ დონეზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის შემდეგ ორგანიზაციებს: The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიაწოდა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ადგილობრივ თვითმმართელობებს და პროფესიულ ორგანიზაციებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის წინაშე ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დროული გამოძიება, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, კომპანიის მიმართ დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილების მიღება და ბიზნესის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვა, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრესს მიზანსა და ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, რასაც ჩრდილს აყენებს საქმის კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში დამისამართდა. ამასთან, ტექსტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 27 ივლისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან მიღებული წერილის თანახმად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, თუმცა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, უფრო მეტად ამძაფრებს კითხვებს გამოძიების მიკერძოებისა და არაორგანიზებულობის თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერსა და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე კვლევა 2017 წლის ივნისში გამოაქვეყნა. მომზადდა სარეკომენდაციო წინადადებები, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქმეზე აგრძელებს მონიტორინგს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სამართალწამოების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა