პარიზში საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონი გაძარცვეს.
შემთხვევა ქალაქ სენ-დენის გარეუბანში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იმ დროს, როდესაც ეკა სირაძე-დელონი მანქანით გადაადგილდებოდა, სკუტერზე მსხდომმა უცნობმა პირებმა ფანჯრის მინა ჩაუმსხვრიეს და მისი კუთვნილი ჩანთა გაიტაცეს.
ინციდენტის შედეგად ელჩი არ დაშავებულა, მისი ჩანთა კი უკვე იპოვეს.
მძარცველები ჯერ-ჯერობით დაკავებულები არ არიან.

















