საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქომაგის საგანგებო განცხადების შემდეგ პროკურატურაში მოქალაქეების დაკითხვა აღარ გაგრძელებულა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აღნიშნული ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ია მეტრეველმა განუცხადა.
მისი თქმით, ფონდ „ქომაგს“ დასახმარებლად მხოლოდ იმ მოქალაქეებმა მიმართეს, რომლებიც პროკურატურამ გუშინ დაკითხა.
„მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს, მათთვის გადარიცხულ დახმარების თანხებზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ, რადგან ეს მათთვის ბოლო იმედია. ისინი უკიდურეს მდგომარეობაში არიან“ -განაცხადა მეტრეველმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეები პროკურატურამ გუშინ დაკითხვაზე დაიბარა.
„ქომაგთან“ დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის შემთხვევები დაფიქსირდა.

















