შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება,
რომ თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი სახანძრო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა.
შსს-ს მეხანძრე-მაშველების ეფექტური რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

















