logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე 3 პოლიციელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე 3 პოლიციელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
16:08 11.08.2017
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 000 ლარის ოდენობით შეუფარდა და მათი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანის შეჩერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პატრულ-ინსპექტორებმა ზ.რ.-მ, გ.ს.-მ და ნ.ხ.-მ, გადაამეტეს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა. აღნიშნული ქმედებით პატრულ-ინსპექტორები უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ.ხ.-ს მიერ მართულ ავტომანქანას და მძღოლთან განახორციელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მოქმედებებს, თუმცა, გორის გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამომავალმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ ზოლში, რის შედეგადაც დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ ავტომანქანა ,,FORD TRANSIT 190 EF“-ს, ხოლო შემდეგ კი - საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას ,,MERCEDES-BENZ ACTROS“. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით“- ნათქვამია განცხადებაში.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა