საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“
მიერ 1 ივლისს მცხეთაში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
მათი ინფორმაციით, დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან ასევე მცხეთაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ხვალინდელი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

















