ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი მარკის ავტომობილის მძღოლი გზის გადაჭრას ცდილობდა, რა დროსაც მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

















