ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული
ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღკვეთეს.
კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის აეროპორტი“, ისრაელის მოქალაქის, ი.ზ.-ს ბარგში, ნარკოტიკული (ტრამდექსი 20 აბი) და ფსიქოტროპული (ნუროფენ გოლდი 34 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ გამოვლინდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, გ.ნ.-ს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები (პენტალგინ ნეო 14 აბი) უპოვეს. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (აცეტამინოფენ კოდეინ-შაფა 10 აბი) იპოვეს 8 აგვისტოს, სგპ „კარწახის“ კონტროლის ზონაში, ირანის მოქალაქის, გ.გ.ჰ.-ს ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

















