სატვირთო ავტომობილისა და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის რაიონის
სოფელ ჭაჭარაქთან 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი, რომელიც Volkswagen Golf-ს მართავდა პოლიციის თანამშრომელი იყო.
სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

















