logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობისა და ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობისა და ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
14:15 08.08.2017
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის გ.ძ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცახდება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში არსებულ სტადიონთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ვ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებ გ. და დ.ძ.-სთან, რაც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის განმუხტვაც იქ მყოფმა პირებმა მოახერხეს. რამდენიმე საათის შემდეგ ვ.ს. მეგობრებთან ერთად ძმების, გ. და დ.ძ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
აღნიშნულით განაწყენებულმა გ.ძ.-მ, შურისძიების მოტივით ვ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 27 მარტს, ღამის საათებში სანადირო თოფით შეიარაღებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, ვ.ს.-ს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და სტადიონზე გასვლა მოსთხოვა, შემდეგ კი ადგილზე მისულს ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ. ს. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. გ.ძ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ძ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა