ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ზე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე ინტოქსიკაციის გამო ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

















